ფეხბურთი

1:28 | 16.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა: რა შეიცვალა ამით საქართველოს ნაკრებისთვის...

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაძლია თურქეთის ნაკრებმა, რომელიც ერთა ლიგის პლეი-ოფში მონაწილეობას არ მიიღებს და საქართველოს პოტენციური მეტოქე აღარ არის.

თურქებმა ლატვია 4:0 გაანადგურეს და ფინალურ ეტაპზე ოფიციალურად კვალიფიცირდნენ. რა შეიცვალა ამით საქართველოსთვის? ორი რამ: ძლიერი კონკურენტი მოაკლდა და ნახევარფინალში მეტოქეც შეეცვალა, რომელიც არ იქნება ყაზახეთის ნაკრები, როგორც მეოთხე შედეგის მქონე C დივიზიონში, არამედ აზერბაიჯანი (თუ საბერძნეთი გავა). თუ ბერძნები ვერ გავლენ შესარჩევიდან, მაშინ ლუქსემბურგი, მაგრამ შეიძლება ესეც შეიცვალოს, რადგან ლუქსემბურგს შანსი აქვს ევრო 2024-ზე შესარჩევი ეტაპიდან გავიდეს და თუ ამას შეძლებს, საქართველოს ნახევარფინალში მაინც აზერბაიჯანის მასპინძლობა მოუწევს. მოკლედ, ყველაფერი ნოემბერში დაზუსტდება, როცა შესარჩევი ეტაპი დასრულდება.

თურქეთ თუ გავიდა, ხორვატიის საქმე ძალიან გართულდა, რომელმაც ზედიზედ მეორედ წააგო, ამჯერად უელსთან. შედეგად, ორივე გუნდს 10-10 ქულა აქვთ და წინ ორი ტურია. მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა, არც სომხეთია ჯერ ჩამოსაწერი, რომელსაც 7 ქულა აქვს.

განმარტებისთვის: თურქეთს 16 ქულა აქვს, ხორვატიას და უელსს 10-10, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. თურქეთმა ბოლო მატჩი უელსთან რომ წააგოს, ხოლო უელსმა და ხორვატიამ ბოლო ორი მატჩი მოიგონ, სამივე გუნდი 16-16 ქულას დააგროვეს და ამ სამ გუნდს შორის მოპოვებული ქულები დაითვლება, რომლის მიხედვით უელსს 7 ქულა ექნება აღებული, თურქეთს 6, ხორვატიას - 4. შესაბამისად, ხორვატია დარჩება ევროს მიღმა, ხოლო თურქეთმა ამის მიხედვით უკვე გაინაღდა ფინალური ეტაპის საგზური.

თურქეთი - ლატვია 4:0 (0:0)

გოლები: 1:0 აკგუნი (58), 2:0 ტოსუნი (83), 3:0 აკტურქოღლუ (87), 4:0 ტოსუნი (90)

უელსი - ხორვატია 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 უილსონი (47), 2:0 უილსონი (60), 2:1 პაშალიჩი (75)

1. თურქეთი 7 5 1 1 13 6 7 16
2. უელსი 6 3 1 2 8 8 0 10
3. ხორვატია 6 3 1 2 10 4 6 10
4. სომხეთი 6 2 1 3 8 9 -1 7
5. ლატვია 7 1 0 6 5 17 -12 3

E ჯგუფში საოცარი მდგომარეობაა, რადგან 5 გუნდიდან 4 ინარჩუნებს ძალიან რეალურ შანსს: მოლდოვამ პოლონეთთან სტუმრად ქულა მოიპოვა, ჩეხეთმა ფარერებს მოუგო. ალბანეთი 13 ქულით ლიდერია, 11 ქულა აქვს ჩეხეთს, 10 პოლონეთს, 9 - მოლდოვას. ყველაზე ცუდ ვითარებაში პოლონეთია, რომელსაც მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი.

ჩეხეთი - ფარერები 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 სოუჩეკი (76)

პოლონეთი - მოლდოვა 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ნიკოლაესკუ (26), 1:1 სვიდერსკი (53)

1. ალბანეთი 6 4 1 1 11 3 8 13
2. ჩეხეთი 6 3 2 1 8 5 3 11
3. პოლონეთი 7 3 1 3 9 9 0 10
4. მოლდოვა 6 2 3 1 6 6 0 9
5. ფარერები 7 0 1 6 2 13 -11 1

I ჯგუფში რუმინეთი ლიდერობს 16 ქულით, რომელმაც ანდორას 4:0 აჯობა, ხოლო შვეიცარია შინ მარცხს გადაურჩა ბელარუსთან - 3:3. სტუმრები 3:1-ს იგებდნენ 84-ე წუთამდე. სხვათა შორის, ერთი გოლი დიმიტრი ანტილევსკიმ გაიტანა, რომელიც ცოტა ხნის წინ „დინამო თბილისში“ თამაშობდა.

რუმინეთი - ანდორა 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 სტანჩუ (23), 2:0 ჰაჯი (28), 3:0 მარინი (44), 4:0 კომანი (50)

შვეიცარია - ბელარუსი 3:3 (1:0)

გოლები: 1:0 შაქირი (28), 1:1 ებონგი (61), 1:2 პოლიაკოვი (69), 1:3 ანტილევსკი (84), 2:3 აკანჯი (89), 3:3 ამდუნი (90)

1. რუმინეთი 8 4 4 0 13 4 9 16
2. შვეიცარია 7 4 3 0 20 8 12 15
3. ისრაელი 6 3 2 1 7 7 0 11
4. კოსოვო 7 1 4 2 8 8 0 7
5. ბელარუსი 8 1 3 4 7 14 -7 6
6. ანდორა 8 0 2 6 3 17 -14 2

ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ამ დროისთვის მოიპოვეს: გერმანიამ, ბელგიამ, პორტუგალიამ, საფრანგეთმა, შოტლანდიამ, ესპანეთმა და თურქეთმა.

0.132847