ფეხბურთი

23:59 | 15.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია: "ეს პოზიცია ჩემთვის უჩვეულოა, მაგრამ მზად ვარ გუნდს დავეხმარო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ კვიპროსთან მატჩის (4:0) შემდეგ ისაუბრა, რომელშიც მან ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

„ჩემთვის ოდნავ უჩვეულო პოზიციაა მარცხენა მცველი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ადაპტაცია მალე გავიარო და მზად ვარ, ნებისმიერ მატჩში, როცა გუნდს დასჭირდება, ამ პოზიციაზე ვითამაშო. რა თქმა უნდა, სადებიუტო გოლით გახარებული ვარ, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. მოედანზე გასვლის წინ სანიოლმა მითხრა, რომ მენდობა და ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, მეც მისი მოლოდინი ასე თუ ისე გავამართლე“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.112302