მიუნხენის „ბაიერნში“ ზოგიერთი მოთამაშე უკმაყოფილოა მთავარი მწვრთნელით, თომას ტუხელით. ფეხბურთელებს არ მოსწონთ ტუხელის კომუნიკაცია მათთან - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფილიპ კესლერი.
„ზოგიერთი ფეხბურთელი გაღიზიანებულია ტუხელის ქმედებებით. მიაჩნიათ, რომ 50 წლის სპეციალისტს გუნდზე თითქმის არანაირი გავლენა არ აქვს და სათამაშო თვალსაზრისით მისი განვითარება პრაქტიკულად შეჩერებულია. იმის გამო, რომ შემადგენლობა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ცხადდება, მოთამაშეებს უჭირთ თავიანთი როლის ადაპტაცია. გარდა ამისა, მწვრთნელი მათთან ნაკლებად ურთიერთობს. მას ურჩევნია არ ჰქონდეს ინდივიდუალური საუბარი თავის მოთამაშეებთან. ძირითადად ფეხბურთელები ტუხელის ასისტენტებთან ურთიერთობენ.
„ბაიერნი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. თომას ტუხელის შეგირდებმა შვიდი ტურის შემდეგ 17 ქულა დააგროვეს.