„ნაპოლის“ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს თავისი სიძე, ოსიტა ოკოლო საკუთარი დის დაპატიმრებაში ადანაშაულებს.
ოკოლომ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ მიჰყავს პოლიციას მისი მეუღლე, რომელიც ოსიმენის დაა. ის წერს: ვიქტორ ოსიმენმა სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტი გამოგზავნა თავისი დის (ჩემი მეუღლე) დასაკავებლად იმ საქმის გამო, რომელიც სასამართლოშია ჩემსა და მას შორის“.
როგორც ირკვევა, „ლილიდან“ „ნაპოლიში“ ოსიმენის ტრანსფერის შუამავალი ოკოლო იყო, რომელიც ნიგერიელ ფორვარდს ამის სანაცვლოდ წლებია ეკუთვნის კომპენსაციას სთხოვს, მაგრამ ფული მისგან ვერ მიიღო. ოკოლო სწორედ ამას უკავშირებს მეუღლის დაპატრიმებას.
მან Calionapoli24-ს უთხრა, რომ დაკავებულია მისი შვილებიც, შესაბამისად, ოსიმენიც დისშვილებიც. აღსანიშნავია, რომ რის საფუძველზე დააკავა ისინი პოლიციამ უცნობია.
„ჩემი მეუღლე და შვილები 5 დღეა პოლიციაში არიან. მიზეზი? ვიქტორს მხოლოდ ის ვთხოვეთ, რომ საკომისიო დაებრუნებინა“, - ციტირებს იტალიური მედია ოკოლოს სიტყვებს.
ოსიმენს, რომელიც ტრავმირებულია და ვარაუდობენ, რომ მყესის სერიოზული დაზიანება აღენიშნება (ორშაბათს გაირკვევა მისი ტრავმის ზუსტი დიაგნოზი), აღნიშნულ სკანდალზე კომენტარს არ აკეთებს.