ფეხბურთი

22:49 | 14.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერჰი რებროვმა მუდრიკის პერსპექტივები შეაფასა

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჰი რებროვმა, „ჩელსის“ თავდამსხმელის, მიხაილო მუდრიკის თამაშის შესახებ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. მას მიაჩნია, რომ მიხაილოს ყველაფერი წინ აქვს. ფეხბურთელი ვარჯიშებზე ძალიან ბევრს მუშაობს.

„რამდენი წლის არის მიხაილო მუდრიკი? გვინდა ახლა მესის მსგავსი იყოს? ვფიქრობ, ეტაპობრივად ის ცდილობს უკეთესად ითამაშოს და როცა „ჩელსიში“ თამაშობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მეკითხებით, რა პერსპექტივები აქვს უკრაინის ნაკრებში ფეხბურთელს, რომელიც უკვე თამაშობს „ჩელსიში“? ყველაფერი წინ აქვს, ძალიან ბევრს მუშაობს. არ ვფიქრობ, რომ მისი თამაში დღეს ცუდი იყო. ის გუნდს ძალიან დაეხმარა.“ - ციტირებს რებროვის სიტყვებს Sports.ru.

დღეს, 14 ოქტომბერს, ევრო 2024-ის C შესარჩევ ჯგუფში, უკრაინის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიისას 2:0 მოუგო, 10 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ჯგუფის ლიდერი კი 13-ქულიანი ინგლისია.

მუდრიკი სასტატო შემადგენლობაში გახლდათ და ის კარავაევმა 88-ე წუთზე შეცვალა, 7 წუთში კი მეორე გოლი გაიტანა.

0.117716