ფეხბურთი

19:30 | 14.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა დანია დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დანია დაამარცხა და ელიტ-რაუნდისკენ ნაბიჯი გადადგა.

ქუთაისში ქართველებმა სკანდინავიელებს 2:1 აჯობეს. ანგარიში ვიქტორ გუსტაფსენის ავტოგოლით 35-ე წუთზე გაიხსნა, პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ნიკა ელისაშვილმა სხვაობა გაზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში დანიამ ნიკოლაი ტორნვიგის გოლით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვერაფერი შეძლეს.

ორი ტურის შემდეგ საქართველო და დანია ჯგუფში 3-3 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, ხოლო ლიდერი ავსტრიაა 6 ქულით. გიორგი ჩიტაურის გუნდი ბოლო ტურში 17 ოქტომბერს, ლიეტუვას უმასპინძლებს, რომელსაც ორ ტურში ქულა არ აქვს.

ელიტ-რაუნდში თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი, ასევე 5 საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა. შემდეგ სწორედ ეს გუნდები გააგრძელებენ ნიდერლანდებთან ერთად ფინალური ეტაპისთვის საგზურის ბრძოლას. 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2024 წელს კვიპროსში ჩატარდება.

დანია (U17) - საქართველო (U17) 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 გუტსაფსენი (35, ა.გ), 0:2 ელისაშვილი (45), 1:2 ტორნვიგი (56)

0.119339