ფეხბურთი

18:54 | 14.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ნაკრების მნიშვნელოვანი 3 ქულა ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა ნეიტრალურ სტადიონზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა და ფინალური ეტაპისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

სერგეი რებროვის გუნდი პირველ ტაიმში გეორგი სუდაკოვის გოლით დაწინაურდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ოლეკსანდრ კარავაევმა სხვაობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

უკრაინამ 10 ქულა დააგროვა და კონკურენტ იტალიის ნაკრებს 3 ქულით უსწრებს, თუმცა „სკუადრა აძურას“ ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. უკრაინელებისთვის კარგი ისაა, რომ იტალიას უნდა უმასპინძლონ, გარდა ამისა, ლუჩანო სპალეტის გუნდს ინგლისში აქვს სათამაშო, სადაც გაუჭირდება ქულების მოპოვება.

დღესვე H ჯგუფში აუტსაიდერთა დუელში ჩრდილოეთ ირლანდიამ სან მარინოს 3:0 აჯობა და 6 ქულა დააგროვა, თუმცა, მეხუთე ადგილზეა და უკეთესი პერსპექტივა არც აქვს.

უკრაინა - ჩრდ. მაკედონია 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სუდაკოვი (30), 2:0 კარავაევი (90)

0.066255