პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე 6-ჯერ გასვლა მოახერხა.
ცხადია, რონალდუს შეუძლია სულ მალე გახდეს ასევე პირველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 6-ჯერ ითამაშებს. კრიშტიანუ მონაწილეა 2004, 2008, 2012, 2016 და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატების.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ სლოვაკეთი 3:2 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი დუბლი შეასრულა.