„ნაპოლის“ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯენარო იაკარინომ, რომელიც მეორე გუნდში ირიცხებოდა და ამჟამად „მონოპოლიშია“ იჯარით, სადაც ლეგა პროში ასპარეზობს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
იაკარინო „ნაპოლის“ მთავარი გუნდის წევრი არ იყო, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება ჰქონდა. როგორც მან თქვა, კვარაცხელია საუკეთესოა, ვინც მასზე ვარჯიშზე შთაბეჭდილება მოახდინა.
„ნაპოლის“ გულშემატკივარი ვარ, ჩემი ოცნება ამ გუნდთან ერთად ტიტულების მოგებაა. მას შემდეგ, რაც კონტრაქტი გავაფორმე ვარჯიშის შესაძლებლობა მქონდა მერტენსთან, ინსინიესთან, კულიბალისთან, მაგრამ მე ჟიელინსკის თამაშს ვსწავლობ, რადგან ჩემს სათამაშო პოზიციაზე თამაშობს და მომწონს მისი თვისებები.
ყველაზე მაგარი ვისთანაც ვვარჯიშობდი? კვარაცხელია. მის დახასიათებას აზრი არ აქვს, ის ფენომენია. მასზე სტატისტიკაც მეტყველებს“, - თქვა იაკარინომ.