ფეხბურთი

19:00 | 13.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები კვიპროსთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსთან მატჩისთვის ემზადება. ტაილანდთან შეხვედრის შემდეგ, 12 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველო - კვიპროსის მატჩამდე ერთი დღით ადრე, 13 ოქტომბერს, გუნდები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ, სადაც მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და კვიპროსის მატჩი 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

0.124663