შოთა არველაძემ გიორგი მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში პოკერის შესრულება და შესაბამისად თავისი რეკორდის გაუმჯობესება მიულოცა.
აქამდე საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ჰეთ-თრიქი იყო, რომელიც არველაძეს ორჯერ ჰქონდა შესრულებული სომხეთისა და ფარერების ნაკრებების წინააღმდეგ.
„გიორგი მიქაუტაძეს ვულოცავ პირველ პოკერს ეროვნული ნაკრების მაისურით. ისტორიული მიღწევაა და მიხარია, რომ მისი სანაკრებო კარიერა წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. ეს გოლები ფსიქოლოგიურადაც წაადგება და იმედი მაქვს, კლუბშიც მეტი სათამაშო დრო მიეცემა, რომელსაც იმსახურებს“, - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ 4 გოლი ტაილანდის ნაკრებს გაუტანა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს სარეკორდო ანგარიშით, 8:0 აჯობა.