ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ სათამაშო დღეს საქართველოს ნაკრების ჯგუფში ორი მატჩი გაიმართა.
შოტლანდიის ნაკრები პირველად დამარცხდა. სქოთები ესპანეთმა ბოლოსკენ გატეხა და 2:0 აჯობა. არადა, მანამდე შოტლანდიამ გაიტანა, მაგრამ გოლი არ ჩაუთვალეს. ამავე ჯგუფში თემურ ქეცბაიას კვიპროსი შინ ნორვეგიასთან 0:4 განადგურდა.
შოტლანდია 15 ქულით ლიდერია, ესპანეთს 12 ქულა აქვს (თამაშით ნაკლები), ნორვეგიას - 10. კვიპროსი ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილზეა, ხოლო საქართველოს 4 ქულა გააჩნია.
A ჯგუფი
ესპანეთი - შოტლანდია 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 მორატა (73), 2:0 სანსეტი (86)
კვიპროსი - ნორვეგია 0:4 (0:1)
გოლები: 0:1 სორლოთი (33), 0:2 ჰოლანდი (65), 0:3 სორლოთი (72), 0:4 ორსნესი (81)
1. | შოტლანდია | 6 | 5 | 0 | 1 | 12 | 3 | 9 | 15 |
2. | ესპანეთი | 5 | 4 | 0 | 1 | 18 | 3 | 15 | 12 |
3. | ნორვეგია | 6 | 3 | 1 | 2 | 11 | 8 | 3 | 10 |
4. | საქართველო | 5 | 1 | 1 | 3 | 5 | 13 | -8 | 4 |
5. | კვიპროსი | 6 | 0 | 0 | 6 | 2 | 21 | -19 | 0 |
თურქეთის ნაკრებმა დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპის ჩემპიონატისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფში მონაწილეობას არ მიიღებს და საქართველოს პოტენციური მეტოქე არ იქნება. გარდა ამისა, ნახევარფინალში საქართველოს არა ყაზახეთთან, არამედ ლუქსემბურგთან თამაში მოუწევს, ცხადია, თუ თურქეთმა შესარჩევი ეტაპიდან მოახერხა გასვლა.
ვინჩენცო მონტელას დებიუტი შესანიშნავი გამოვიდა, რადგან თურქეთმა სტუმრად ხორვატია 1:0 დაამარცხა და ჯგუფში 13 ქულით გალიდერდა. კარგი შანსი ჰქონდა ამ ტურამდე სომხეთის ნაკრებს, მაგრამ აუტსაიდერ და უქულო ლატვიასთან სტუმრად 0:2 წააგო და შანსი ძალიან შეუმცირდა.
D ჯგუფი
ხორვატია - თურქეთი 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ილმაზი (30)
ლატვია - სომხეთი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 იკაუნიეკსი (39), 2:0 ბალოდისი (68)
1. | თურქეთი | 6 | 4 | 1 | 1 | 9 | 6 | 3 | 13 |
2. | ხორვატია | 5 | 3 | 1 | 1 | 9 | 2 | 7 | 10 |
3. | სომხეთი | 6 | 2 | 1 | 3 | 8 | 9 | -1 | 7 |
4. | უელსი | 5 | 2 | 1 | 2 | 6 | 7 | -1 | 7 |
5. | ლატვია | 6 | 1 | 0 | 5 | 5 | 13 | -8 | 3 |
ევროპის ჩემპიონატთან ძალიან ახლოსაა ალბანეთის ნაკრები, რომელმაც შინ ჩეხეთი გაანადგურა (3:0). სილვინიოს გუნდი 13 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ პოლონეთს 4 ქულით უსწრებს, ასე რომ, თუ სასწაული არ მოხდა, ალბანეთი ევროპის ჩემპიონატზე გავა, უკვე მეორედ 2016 წლის შემდეგ...
პოლონეთმა ფარერებს სტუმრად სძლია და 9 ქულა დააგროვა. მეორე ადგილისთვის აქ დიდი ბრძოლაა, რადგან პოლონეთს, ჩეხეთსა და მოლდოვას შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა... ასე რომ, მოლდოვასაც კი შესანიშნავი შანსი აქვს.
E ჯგუფი
ალბანეთი - ჩეხეთი 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ასანი (9), 2:0 სეფერი (51), 3:0 სეფერი (73)
ფარერები - პოლონეთი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 შიმანსკი (4), 0:2 ბუკსა (65)
1. | ალბანეთი | 6 | 4 | 1 | 1 | 11 | 3 | 8 | 13 |
2. | პოლონეთი | 6 | 3 | 0 | 3 | 8 | 8 | 0 | 9 |
3. | ჩეხეთი | 5 | 2 | 2 | 1 | 7 | 5 | 2 | 8 |
4. | მოლდოვა | 5 | 2 | 2 | 1 | 5 | 5 | 0 | 8 |
5. | ფარერები | 6 | 0 | 1 | 5 | 2 | 12 | -10 | 1 |
რუმინეთის ნაკრებმა მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა სტუმრად ბელარუსის ნაკრებთან, რომელსაც ვერ აჯობა. რუმინელები 13 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ ისრაელი იქვეა, რომელსაც თამაშით და 2 ქულით ნაკლები აქვს.
I ჯგუფი
ბელარუსი - რუმინეთი 0:0 (0:0)
ანდორა - კოსოვო 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 რაშიცა (26), 0:2 რაშიცა (71), 0:3 ზექირი (83)
1. | შვეიცარია | 6 | 4 | 2 | 0 | 17 | 5 | 12 | 14 |
2. | რუმინეთი | 7 | 3 | 4 | 0 | 9 | 4 | 5 | 13 |
3. | ისრაელი | 6 | 3 | 2 | 1 | 7 | 7 | 0 | 11 |
4. | კოსოვო | 7 | 1 | 4 | 2 | 8 | 8 | 0 | 7 |
5. | ბელარუსი | 7 | 1 | 2 | 4 | 4 | 11 | -7 | 5 |
6. | ანდორა | 7 | 0 | 2 | 5 | 3 | 13 | -10 | 2 |