ფეხბურთი

0:01 | 13.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან გვჭირდებოდა და დაგვეხმარება"

საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ტაილანდთან მატჩის (8:0) შემდეგ, რომელშიც ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა:

„ძალიან დადებითია ემოციები, ძალიან სასიხარულოა დამაჯერებელი გამარჯვება, რაც წინა თამაშებიდან გამომდინარე გუნდს ფსიქოლოგიურად ძალიან გვჭირდებოდა და მომავალში დაგვეხმარება. რეკორდიც ძალიან გასახარია და ასევე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გოლით, რადგან პირველია და იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ გავიტან, რადგან ნაკრებში ყოველი გოლი ორმაგად სასიხარულოა.

ძალიან სასიხარულოა ნაკრებში დაბრუნებაც, ჩემი გადმოსახედიდან ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ. გუნდში გარკვეული მიზეზების გამო თავიდან არ ვთამაშობდი, მაგრამ ახლა გუნდშიც სტაბილურად და კარგად ვთამაშობ. კვიპროსთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან წინა მატჩების ფონზე საჭიროა ერთა ლიგას პოზიტიურ განწყობაზე შევხვდეთ. ისეთი დონის ნაკრები ვართ, რომ ჩემი აზრით, საკუთარ მოედანზე ყველა გუნდის წინააღმდეგ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ“, - თქვა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვა, მომდევნო მატჩს კი ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე კვიპროსის ნაკრებთან ჩაატარებს. ეს შეხვედრა 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

0.122281