საქართველოს ნაკრები ტაილანდის ნაკრებს ამხანაგურ თამაშში ხვდება, მაგრამ ანგარიში მეგობრული ნამდვილად არ არის - 6:0 პირველი ტაიმის შემდეგ.
ჰეთ-თრიქი შეასრულა 15 წუთში გიორგი მიქაუტაძემ, დუბლი ზურიკო დავითაშვილის აქტივშია, ხოლო ნაკრებში სადებიუტო გოლი ლუკა ლოჩოშვილმაც მიითვალა.
დიდი შანსია, საქართველოს ნაკრებმა დღეს სარეკორდო ანგარიშით მოიგოს. ყოველ შემთხვევაში, პირველი ტაიმის მერე ასეთი უპირატესობა არასდროს ჰქონია. თუმცა, ტაილანდი ძალიან, ძალიან უსუსური მეტოქეა...
საქართველო - ტაილანდი
გოლები: 1:0 დავითაშვილი (9), 2:0 ლოჩოშვილი (12), 3:0 მიქაუტაძე (24), 4:0 მიქაუტაძე (37), 5:0 მიქაუტაძე (41), 6:0 დავითაშვილი (44)