ფეხბურთი

17:18 | 12.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მსაჯები ავსტრიის და ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს განსჯიან

ავსტრიის და ნორვეგიის 21-წლამდე ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.

ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის მიწვევით, შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ.

მატჩი 12 ოქტომბერს, ავსტრიის ქალაქ ჰარტბერგში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

GFF.GE

0.11675