ფეხბურთი

15:42 | 12.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი: „ენრიკემ მითხრა, რომ მისი გეგმების ნაწილი არ ვარ. დიდი მწვრთნელია, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას“

პსჟ-ის ყოფილმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, რომელიც ახლა ყატარის „ალ-არაბიში“ თამაშობს, პარიზელთა მწვრთნელ ლუის ენრიკესთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ველაპარაკე ლუის ენრიკეს და მან მითხრა, რომ მისი გეგმების ნაწილი არ ვიყავი. დიდი მწვრთნელია, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და გულწრფელობას.

მითხრა, რომ გუნდის მთლიანად შეცვლა სურს. პსჟ-ში 11 წელი ვითამაშე და მას რაღაც ახალი სურდა. ჩემთვის შემთხვევით არაფერი ხდება.“, - ციტირებს ვერატის სიტყვებს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელი პსჟ-ში 2012 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში ვერატიმ პარიზული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.137205