ფეხბურთი

12:16 | 12.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: „მივესალმები უეფას გადაწყვეტილებას არ განიხილოს რუსეთის 17 წლამდე-ნაკრების ტურნირებზე დაშვება“

უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრი შევჩენკომ, ისაუბრა უეფას გადაწყვეტილებაზე რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე არდაშვების შესახებ.

„მივესალმები უეფას გადაწყვეტილებას არ განიხილოს რუსეთის 17 წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვება. ასაკობრივ კატეგორიას მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიო სამართლიანობაში. ეს არის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - წერს შევჩენკო სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ უეფამ ორგანიზაციის დაქვემდებარებულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსეთის საფეხბურთო 17-წლამდელთა ნაკრები დაუშვა. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებამდე რუსეთის მთავარი ეროვნული ნაკრები და პრემიერ ლიგის კლუბები საერთაშორისო ტურნირებზე არ დაიშვებიან. სამშაბათს, 10 ოქტომბერს, 17-წლამდელთა ნაკრების დაშვების გადაწყვეტილება გაუქმდა.

ახლა ყველა რუსული კლუბი და ეროვნული ნაკრები მოხსნილია ფიფას და უეფას ეგიდით არსებულ ტურნირებიდან.

0.115811