ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ფრანკ დე ბურმა „აიაქსის“ კრიზისზე კომენტარი გააკეთა და საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა.
როგორც დე ბურმა აღნიშნა, არ შეიძლება განავლიდან შოკოლადი გააკეთო... მან ასეთი შედარება მოიყვანა „აიაქსსა“ და იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ამსტერდამულმა კლუბმა ზაფხულში დაიმატა.
„ორ კვირაში „უტრეხტთან“ ლიგაში დასარჩენი მატჩი გვაქვს... მსგავსი რამ მე არასდროს განმიცდია. არაფერი მაქვს იმ ბიჭების საწინააღმდეგო, რომლებიც გუნდში ახლა მოვიდნენ, ისინი ბედნიერები არიან „აიაქსში“ ყოფნით, მაგრამ არ შეიძლება ამდენი მეორეხარისხოვანი ფეხბურთელის მოყვანა და იმაზე ფიქრი, რომ ისინი მაღალ დონეზე ითამაშებენ, არ შეიძლება შოკოლადი განავლიდან გააკეთო“, - თქვა დე ბურმა.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსს“ 24 აგვისტოს შემდეგ თამაში არ მოუგია და ერედივიზიონში პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა. ნიდერლანდურ გუნდში გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, რომლის სანაცვლოდ „მეცს“ 19 მილიონი ევრო გადაუხადეს.