კალათბურთი

11:37 | 11.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 7 ქულა პრესეზონის პირველ მატჩში

„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი საჩვენებელი შეხვედრა „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ ჩაატარა.

„ორლანდომ“ მეტოქეს 122:105 მოუგო, ხოლო გოგა ბითაძემ მხოლოდ 8:30 წუთი ითამაშა. მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, ქართველმა ცენტრმა 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა.

ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ორლანდო მეჯიქი“ მომდევნო ტესტ-მატჩს 13 ოქტომბერს, „კლივლენდის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. აქვე გეტყვით, რომ NBA-ს ახალი სეზონი 26 ოქტომბერს დაიწყება.

0.112013