ფეხბურთი

0:21 | 11.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ნაპოლი? პატივისცემა უნდა გვქონდეს, ახლა ჩემი ოჯახით ვტკბები"

ანტონიო კონტემ „ნაპოლის“ შესაძლო მწვრთნელობაზე ჰკითხეს. კონტემ ანიელების ოჯახის „იუვენტუსის“ მფლობელობის 100 წლის თავზე ტურინში „ბებერი ქალბატონის“ ლეგენდების მატჩში ითამაშა და სწორედ ამ შეხვედრის შესვენებაზე Sky Sport-ს გაესაუბრა.

„ამჟამად ჩემი ოჯახით ვტკბები, საკმაოდ ზუსტი არჩევანი გავაკეთე, როდესაც „ტოტენჰემიდან“ წასვლა გადავწყვიტე. მომავალში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, მაგრამ ახლა მხოლოდ ამ ატმოსფეროთი ტკბობაზე ვფიქრობ. „ნაპოლი“? საჭიროა პატივისცემა გამოვიჩინოთ, მოდი, ამ მშვენიერი საღამოთი მივიღოთ სიამოვნება“, - თქვა კონტემ.

0.115911