ფეხბურთი

20:25 | 10.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტაილანდთან და კვიპროსთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

10 ოქტომბერს, ვილი სანილოლის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო თბილისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (აიაქსი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი (საბაჰი, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია)

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში, ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდება (20:00 საათი). 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში კი, საქართველოს ნაკრები კვიპროსს უმასპინძლებს (17:00 საათი). ორივე მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

0.116608