„სალერნიტანას“ მთავარ მწვრთნელად ფილიპო ინძაგი დაინიშნა, რომელმაც პაულო სოუზა შეცვალა.
იტალიელი სპეციალისტის ამოცანა გუნდისთვის სერია A-ში ადგილის შენარჩუნება იქნება. სალერნოელებმა 8 ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს და აუტსაიდერთა რიგებში არიან.
ფილიპო ინძაგის კარიერის განმავლობაში „მილანის“, „ვენეციას“, „ბოლონიას“, „ბენევენტოს“, „ბრეშასა“ და „რეჯინას“ მწვრთნელად აქვს ნამუშევარი.