ფეხბურთი

17:42 | 10.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთმა 2034 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა

საუდის არაბეთს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა სურს. ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფიფაში შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანეს.

ამრიგად, 2034 წლის მუნდიალი შესაძლოა, არაბეთში გაიმართოს, რისი შანსიც ძალიან მაღალია, რადგან რამდენიმე დღის წინ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ თქვა, რომ 2034 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი აზიის კონტინენტზე უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ 2026 წელს მუნდიალს აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს, ხოლო 2030 წელს ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო, პარაგვაი, ურუგვაი და არგენტინა.

აზიაში მსოფლიოს ჩემპიონატი აქამდე ორჯერ გაიმართა: გასულ წელს კატარში და 2002 წელს სამხრეთ კორეა-იაპონიაში.

0.137759