„მარსელის“ ყოფილმა მწვრთნელმა, მარსელინო ტორალმა, უარყო „სევილიას“ ხელმძღვანელობის შეთავაზება გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შსახებ - წერს Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, მანამდე ესპანური კლუბის ხელმძღვანელები და 58 წლის სპეციალისტს შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა მხარეები კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ამჟამად „სევილია“ აგრძელებს გუნდის ახალი მწვრთნელის ძებნას.
შეგახსენებთ, რომ მარსელინომ სექტემბერში დატოვა „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დაიკავა.
ესპანეთის ჩემპიონატის რვა ტურის შემდეგ „სევილიამ“ რვა ქულა დააგროვა და ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.