ფეხბურთი

10:48 | 10.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პოლ პოგბას მომავალზე ისაუბრა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ტურინის „იუვენტუსის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას ნაკრებში მომავლის თაობაზე ისაუბრა.

„ალეგრი განიცდის პოლის მდგომარეობას, ისევე როგორც მე. ამ ბოლო დროს მას ბევრი რამ გადახდა თავს. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. პოგბა თავის უფლებებს დაიცავს. მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცედურაა. არ ვიცი რა მოხდება ხვალ, მაგრამ ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მას დაემართა.

კატეგორიული პოზიციის დაკავებას არ ვაპირებ. არ ვიცი, როგორი იქნება მისი მომავალი. ვიმედოვნებ, ის კვლავ გაიღიმებს.“ - ციტირებს დეშამის სიტყვებს RMC Sport.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის პოგბას დოპინგის მოხმარების გამო შესაძლოა აორიდან ოთხ წლამდე ვადით მისცენ დისკვალიფიკაცია.

0.114862