რაგბი

21:57 | 9.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაგბის კავშირმა საქართველოს ნაკრებიდან მაისაშვილის წასვლის ინფორმაცია უარყო

საქართელოს რაგბის კავშირმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან მაისაშვილმა „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

„საქართველოს რაგბის კავშირი უარყოფს სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის გადადგომის შესახებ.

საქართველოს ნაკრები დღეს დაბრუნდა მსოფლიო თასიდან და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, გამგეობის და სამწვრთნელო შტაბის ჩართულობით უახლოეს დღეებში დაიწყებს ტურნირის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ანალიზს, მათი მიზეზისა და საპასუხო ნაბიჯების განსასაზღვრად. ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება და შედეგებიც დაუყონებლივ გასაჯაროვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთან (12:17) და უელსთან (19:43) წააგო, ხოლო პორტუგალიას დაუზავდა (18:18), შედეგად, C ჯგუფში 1 ფრით და 3 წაგებით მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები 2007, 2011, 2015 (2 მოგება), 2019 წლებში მინიმუმ ერთ გამარჯვებას ახერხებდა მსოფლიო თასზე, შესაბამისად, 2003 წლის შემდეგ პირველად მსოფლიოს ჩემპიონატი მოუგებლად დაასრულა.

0.118664