ფეხბურთი

20:38 | 9.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "ვცდილობთ, რომ დავივიწყოთ, თუმცა ამასთანავე ვისწავლოთ განვლილი მატჩებისგან"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა შეკრების დაწყების შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მწვრთნელის დავალებები უნდა შეასრულონ, რადგან მათ უკეთ იციან ფეხბურთელების შესაძლებლობები.

"ძალიან გახარებული ვარ, რადგან ისევ მიწევს საქართველოს ნაკრების მაისურის ჩაცმა, რაც ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის. ვფიქრობ, გუნდში იგივე მენტალიტეტია. ვცდილობთ, რომ დავივიწყოთ განვლილი მატჩები, თუმცა, ამავდროულად უნდა ვისწავლოთ განვლილი თამაშებისგან. დღეს, პირველი ვარჯიში გვქონდა და დავიწყეთ მზადება ტაილანდთან და კვიპროსთან სათამაშოდ.

ფეხბურთელისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციაა, როდესაც შენი თანამემამულეები გამხნევებენ. ვფიქრობ, უნდა მოვახერხოთ როგორც ტაილანდთან, ისე კვიპროსთან ჩვენი თამაშის ჩვენება და შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უკეთ იციან ჩვენი შესაძლებლობები. მივყვებით ყოველდღიურობას და ვეცდებით გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები", - თქვა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში, ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდება (20:00 საათი). 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში კი, საქართველოს ნაკრები კვიპროსს უმასპინძლებს (17:00 საათი). ორივე მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

0.115857