საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში შეიკრიბა.
ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში ტაილანდს დაუპირისპირდება, 15 ოქტომბერს კი, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.
შეკრების პირველ დღეს, ჩვენმა გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, ალექსანდრე კალანდაძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი, ვლადმიერ მამუჩაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, დავით ვოლკოვი, ბუდუ ზივზივაზე.
მეკარე: გიორგი ლორია (დინამო თბილისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (აიაქსი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი (საბაჰი, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია)
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში, ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდება (20:00 საათი). 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში კი, საქართველოს ნაკრები კვიპროსს უმასპინძლებს (17:00 საათი). ორივე მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.