ფეხბურთი

19:20 | 9.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გარსიამ ჯერჯერობით სამსახური შეინარჩუნა, დე ლაურენტისს სხვა მწვრთნელთან კონტაქტი აქვს

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და კლუბის ხელმძღვანელები რუდი გარსიას შეხვდნენ, სადაც ფრანგი სპეციალისტის საკითხი განიხილეს.

დე ლაურენტისი ძალიან უკმაყოფილოა გუნდის თამაშით და მწვრთნელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც კი განიხილავდა, მაგრამ ჯერჯერობით, გარსია გუნდში დარჩება.

იტალიური მედიის ცნობით, დე ლაურენტისმა გარსიას მიზანი დაუსახა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა და სერია A-ს ოთხეულში მოხვედრა. გადამწყვეტი კი მომდევნო სამი მატჩი იქნება „ვერონას“, „უნიონისა“ და „მილანის“ წინააღმდეგ. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში შეიძლება რუდი დაითხოვონ. ფრანგი შეხვედრის შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც შვებულების რამდენიმე დღეს გაატარებს. ამ ეტაპზე გარსიას გათავისუფლება არ იგეგმება, ყოველ შემთხვევაში ნოემბრის სანაკრებო პაუზამდე.

ამავდროულად, იტალიური მედია წერს, რომ დე ლაურენტისს პირადი კონტაქტი ჰქონდა იგორ ტუდორთან, რომელსაც გარსიას შემცვლელად განიხილავს. ასევე დასახელდა მარკო ჯამპაოლოს კანდიდატურაც.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი განიცადა და ყველა საკუთარ მოედანზე - „ლაციოსთან“, „რეალსა“ და „ფიორენტინასთან“. „აძური“ 8 ტურის შემდეგ სერია A-ში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა და 21 ოქტომბერს, სტუმრად „ვერონას“ შეხვდება.

0.121283