ესპანური „სევილიადან“ ლუის მენდილიბარი დაითხოვეს. ინფორმაცია ანდალუსიელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
მენდილიბარის გათავისუფლების მიზეზი სეზონის ცუდი სტარტი გახდა. „სევილია“ ლა ლიგაში 9 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-14 ადგილზეა.
ლუის მენდილიბარმა „სევილია“ გასულ სეზონში ჩაიბარა და გუნდს ევროპა ლიგა მოაგებინა.