მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბიმ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ერთი პოზიციით დაქვეითდა და მე-14 ადგილზეა.
აღსანიშნავია პორტუგალიის პროგრესი, რომელმაც საქართველოს ნაკრებსაც გადაასწრო, სამოას და ტონგას, შედეგად, მე-13 ადგილზეა!
ცვლილებები მოხდა ათეულშიც, სადაც არგენტინა და ავსტრალია დაწინაურდნენ, ხოლო ფიჯიმ ორი პოზიცია დათმო.
1. ირლანდია - 93.79 ქულა
2. საფრანგეთი - 90.59
3. სამხრეთ აფრიკა - 89.70
4. ახალი ზელანდია - 87.69
5. შოტლანდია - 83.43
6. ინგლისი - 83.24
7. უელსი - 83.17
8. არგენტინა - 80.55
9. ავსტრალია - 77.48
10. ფიჯი - 77.16
11. იტალია - 75. 93
12. იაპონია - 74.27
13. პორტუგალია - 72.78
14. საქართველო - 72.68
15. სამოა - 72.23
16. ტონგა - 71.57
17. ურუგვაი - 67.39
18. აშშ - 66.22
19. ესპანეთი - 64.05
20. რუმინეთი - 63.28