ფეხბურთი

22:15 | 8.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "დინამო თბილისთან" უპირატესობა გაზარდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტური თბილისის „საბურთალოსა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩით დასრულდა, რომელშიც გოლი არ გასულა.

ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, მაგრამ ვერ გამოიყენეს და ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. ამრიგად, გიორგი მიქაძის კარიერა „საბურთალოში“ ქულით დაიწყო.

„დინამო ბათუმმა“ თავის მხრივ, ბოლომდე ვერ ისარგებლა „დინამო თბილისის“ მარცხით, მაგრამ უპირატესობა მაინც გაზარდა.

„დინამო ბათუმი“ კონკურენტს 8 ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო „საბურთალო“ 46 ქულით მესამეა და „შუქურას“ ესტუმრება.

0.114656