ამსტერდამის „აიაქსის“ ღრმა კრიზისს დასასრული არ უჩანს. მორის სტეინის გუნდმა ერეიდივიზიონის მერვე ტურში შინ „ალკმაართან“ განიცადა მორიგი მარცხი - 1:2.
ჩვენთვის კარგი ისაა, რომ როგორც იქნა, გიორგი მიქაუტაძე ათამაშეს, რომელმაც ბოლო 4 მატჩი სათადარიგო სკამზე გაატარა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 41-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის, ამურიჩო ვან აქსელ დონგენის ნაცვლად გამოჩნდა.
გიორგიმ მთელი დრო მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გაატარა, ორჯერ დაარტყა კარისკენ არაზუსტად, ერთხელ პენალტს ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა სიტუაცია სხვაგვარად შეაფასა. რა თქმა უნდა, მიქაუტაძე „აიაქსში“ ყველაზე ცუდად არ გარჯილა, ზოგადად გუნდია კატასტროფულ ფორმასა და ვითარებაში. სხვათა შორის, ამსტერდამელთა ერთადერთი გოლი გიორგის აქტიურობას მოჰყვა და შემდეგ ვან დენ ბუმენმა გაიტანა.
ქართველ შემტევს ნიდერლანდურ გრანდში 3 მატჩი აქვს ჩატარებული. „აიაქსი“ ერედივიზიონში 5 ტურია მოუგებელია და 5 ქულით მე-16 ადგილზეა, გასავარდნ ზონაშია! უფრო კონკრეტულად პლეი-აუტის ზონაში, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. „აიაქსმა“ ბოლოს 24 აგვისტოს მოიგო (ლუდოგორეცთან ევროპა ლიგის პლეი-ოფში) და მას მერე ყველა ტურნირზე 8 მატჩია ვერ იგებს.