ჯუდ ბელინგემს მადრიდის „რეალში“ იმაზე უკეთესი სტარტი აქვს, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა.
20 წლის ინგლისელმა „სამეფო კლუბში“ დღემდე ჩატარებულ 10 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. რონალდუმ „რეალში“ საწყის 10 შეხვედრაში ასევე 10 გოლი მიითვალა, მაგრამ მხოლოდ 1 საგოლე პასი გააკეთა.
ბელინგემმა თუ რონალდუს აჯობა, ხოსელუმ რაულის შედეგი გაიმეორა. ის 21-ე საუკუნეში „რეალის“ მესამე ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის საწყის 9 ტურში მინიმუმ 5 გოლი გაიტანა. მანამდე, მიმდინარე საუკუნეში „სამეფო კლუბში“ ასეთი შედეგი ესპანელებში მხოლოდ რაულს და ხავიერ პორტილიოს ჰქონიათ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ „ოსასუნა“ 4:0 გაანადგურა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია.