ფეხბურთი

10:27 | 8.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" გოლმა სკანდალი გამოიწვია: "ყველამ ვიცით რაც მოხდა, ყველაფერი ნათელია!"

„ჯენოასა“ და „მილანის“ მატჩი, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს სკანდალური გამოდგა. დიდი პოლემიკა გამოიწვია 87-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩის გოლმა.

ამერიკელმა დარტყმამდე ბურთი ხელის დახმარებით დაიმორჩილა, რაც კადრებშიც ჩანს, მაგრამ მსაჯმა და VAR-მა გოლი ჩათვალეს. შემდეგ იყო მაიკ მენიოს უხეშობა, როდესაც მეტოქეს მუხლი ჩაარტყა და მხოლოდ VAR-ის ჩარევით გააძევეს.

მატჩის შემდეგ „ჯენოას“ პრეზიდენტმა ალბერტო ძანგრილომ განაცხადა, რომ რაც მოხდა, ყველამ დაინახა, მაგრამ ფეხბურთში დავითის წინააღმდეგ ყოველთვის გოლიათი იმარჯვებს.

„აქ იმისთვის ვარ, რომ პატივისცემა გამოვხატო იმ 35 00 ადამიანის მიმართ, რომლებიც სტადიონზე იმყოფებოდნენ. ფეხბურთელი ნადგურდება!

მენიოს უხეშობა? როგორც ექიმი ვიტყვი, რომ ეს მკვლელის მოქმედება იყო, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ფეხბურთს ვიცნობთ და ეს სპორტი ყოველთვის უსამართლოა, ყოველთვის ერთი და იგივე დომინირებს. ვნახოთ, რამდენი მატჩით მისცემენ მენიოს დისკვალიფიკაციას.

სამწუხაროდ, როდესაც დავითი გოლიათის წინააღმდეგაა, ამ სამყაროში ყოველთვის გოლიათი იმარჯვებს. საჭირო არ არის თვალთმაქცობა, ყველამ ვიცით, დღეს საღამოს რაც ვნახეთ, ნათელია“, - თქვა ძანგრილომ.

შეგახსენებთ, „მილანმა“ ამ გამარჯვებით 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.

0.164455