ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-9 ტურის მატჩში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე მადრიდის „რეალმა“„ოსასუნას“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
დუბლი მიითვალა მადრიდელთა ჭაბუკმა ინგლისელმა ვარსკვლავმა, ჯუდ ბელინგემმა. ანგარიში მან მეცხრე წუთზე გახსნა. 54-ზე კი მეორედ დალაშქრა სტუმართა კარი.
65-ე წუთზე ბრაზილიელმა გარემარბმა, ვინისიუსმა გაასამა. 70-ზე წუთზე კი ხოსელუმ მასპინძლების მეოთხე გოლი გაიტანა. 84-ე წუთზე ხოსელუს დუბლის შესრულების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, ძელს მოარტყა ბურთი.