ფეხბურთი

19:44 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჟირონამ“ სტუმრად სძლია „კადისს“ და პრიმერას ცხრილს სათავეში მოექცა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-9 ტურის მატჩში „კადისმა“ „ჟირონას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის მეათე წუთზე „კადისის“ თავდამსხმელმა, დარვინ მაჩისმა, წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი უმცირესობაში დატოვა.

59-ე წუთზე ნახევარმცველმა ალეს გარსიამ იან კოუტოს პასით „ჟირონას“ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამრიგად, ესპანეთის პრიმერაში ცხრა მატჩის შემდეგ, ჟირონამ 22 ქულა დააგროვა და ამჟამად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. თავის მხრივ, „კადისმა,“ ამავე რაოდენობის თამაშის შემდეგ, ცხრა ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზეა.

0.112311