რაგბი

19:40 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მიზანს ვერ მივაღწიეთ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა უელსთან მატჩის (19:43) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ იმედგაცრუებულია, რომ მსოფლიო თასი მოგების გარეშე დაასრულეს.

„ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელმაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. კარგი რაგბი ვითამაშეთ, მეორე ტაიმში დავბრუნდით, მაგრამ ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან დავმარცხდით.

იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვერ მივაღწიეთ მიზანს, რომელიც გვქონდა, გვინდოდა, თამაშის მოგება მსოფლიო თასზე. შედეგი არ არის ის, რაც გვინდოდა, მაგრამ ყველა თამაშში ვიბრძოლეთ და არასდროს დავნებდით“, - თქვა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთან (12:17) და უელსთან (19:43) წააგო, ხოლო პორტუგალიას დაუზავდა (18:18), შედეგად, C ჯგუფში 1 ფრით და 3 წაგებით, რითაც მხოლოდ 3 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები 2007, 2011, 2015 (2 მოგება), 2019 წლებში მინიმუმ ერთ გამარჯვებას ახერხებდა მსოფლიო თასზე, შესაბამისად, 2003 წლის შემდეგ პირველად მსოფლიოს ჩემპიონატი მოუგებლად დაასრულა.

0.117545