„რომას“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სამსახურიდან დათხოვნა ემუქრება. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
როგორც ირკვევა, „კალიარისთან“ მატჩი პორტუგალიელის ბედს განსაზღვრავს - მარცხის შემთხვევაში „ჯალოროსისი“ ხელმძღვანელობა „განსაკუთრებულს“ კარისკენ მიუთითებს.
„რომამ“ ეს სეზონი ცუდად დაიწყო და 7 ტურში მხოლოდ 8 ქულა მოიპოვა (2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება). ჯერჯერობით, უცნობია, ვინ განიხილება მოურინიოს პოტენციურ მემკვიდრედ რომაულ კლუბში.