ფეხბურთი

0:44 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაძე "საბურთალოს" მწვრთნელად დაინიშნა

თბილისის „საბურთალომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ომარ თეთრაძე გიორგი მიქაძემ შეცვალა.

მან კლუბთან 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდი უკვე ავარჯიშა. გიორგის დებიუტი 8 ოქტომბერს, „დინამო ბათუმთან“ შედგება. „საბურთალო“ 28 ტურის შემდეგ 45 ქულით მესამე ადგილზეა.

გიორგი მიქაძეს აქამდე „თელავში“, „სამგურალში“, „მერანში“, „ზესტაფონში“, „სამტრედიასა“ და საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში აქვს ნამუშევარი.

0.114198