„ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ სავარაუდოდ ვერ ითამაშებს. ინფორმაცია ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა დაადასტურა.
ხორვატმა სპეციალისტმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელებიდან არავინ გამოჯანმრთელებულა და დაცვის ცენტრში ნახევარმცველი, ადრიან ტამეზე გაირჯება.
საბა საზონოვმა ტრავმა „ვერონასთან“ ბოლო მატჩში მიიღო. სავარაუდოდ, ის სათამაშოდ მზად სანაკრებო პაუზის შემდეგ იქნება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ მატჩი 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.