ფეხბურთი

22:45 | 5.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ზედიზედ მეოთხედ თადარიგში დარჩა...

გიორგი მიქაუტაძე „აიაქსის“ გეგმებში არ შედის, ყოველ შემთხვევაში მისი მთავარი მწვრთნელის - მორის სტეინის.

ზედიზედ მეოთხე მატჩია ქართველი ფორვარდი სათადარიგო სკამზე დარჩა. „აიაქსი“ ევროპა ლიგის მეორე ტურში „აეკს“ სტუმრად დაუზავდა (1:1). ამსტერდამელები სტივენ ბერგვაინის პენალტით იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში გაუშვეს და მხოლოდ ქულა მოიპოვეს.

73-ე წუთზე სტეინმა ბრაიან ბრობი შეცვალა, მაგრამ ჩუბა აკპომით. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ მიქაუტაძე მისთვის მინიმუმ მესამე არჩევანია... „აიაქსს“ ორ ტურში 2 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ბრაიტონს“ შეხვდება.

გრაცის „შტურმმა“ სტუმრად პოლონური „რაკუვი“ 1:0 დაამარცხა. ოთარ კიტეიშვილი მოედანზე 76 წუთის განმავლობაში იყო. გრაცელებს 3 ქულა აქვთ და მომდევნო ტურში ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდებიან.

კონფერენს ლიგაზე „სლოვანმა“ სტუმრად ლუბლიანას „ოლიმპიას“ 1:0 აჯობა. ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს და ორივე მათგანმა ყვითელი ბარათი მიიღო. „სლოვანს“ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია, მომდევნო ტურში კი ფრანგულ „ლილს“ ესტუმრება.

0.118428