ფეხბურთი

20:29 | 5.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კასანო: "რეალთან" "ნაპოლიმ" ცუდად ითამაშა, კვარაც ჩრდილში იყო"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „რეალთან“ „ნაპოლის“ თამაში შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, რუდი გარსიას გუნდმა მისი აზრით ცუდად ითამაშა და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ისინი ფრეს მაინც იმსახურებდნენ.

„ნაპოლისგან“ ვერ დავინახე იდეები, უბრალოდ ბურთს ოსიმენს აძლევდნენ, რომელსაც უჭირდა. კვარა ჩრდილში იყო, ლობოტკას ცოტა გამოსავალი ჰქონდა. დიდი „ნაპოლი“, რომელიც ფრეს იმსახურებდა, მე ვერ დაინახე. გასულ სეზონში მათ „ლიერპული“ მიწასთან გაასწორეს, ახლა კი, მსგავსი არაფერი იყო, მცირე ინტენსივობა, დაცვაშიც ბევრი პრობლემა. გასულ სეზონში სპალეტი გუნდს სხვა მენტალიტეტს აძლევდა, გარსია სათადარიგო სკამზე 85 წუთის განმავლობაში რაღაცას წერდა, იტალიურის მასწავლებელი გახდა? ეს ჩვეულებრივი „ნაპოლი“ იყო, რომელიც ინდივიდუალურ გამონათებებს ელოდა“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მადრიდის „რეალთან“ შინ 2:3 დამარცხდა.

0.112899