ფეხბურთი

14:52 | 5.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩილუელი კიდევ ერთ ტრავმაზე: „უიღბლობის სერია გრძელდება“

„ჩელსის“ მცველმა, ბენჯამინ ჩილუელმა, ინგლისის ლიგის თასზე „ბრაიტონთან“ მატჩში (1:0) მიღებული ახალი ტრავმის შესახებ ისაუბრა. ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო ფეხბურთელი დაახლოებით ორ თვეს გამოტოვებს.

„უიღბლობის სერია გრძელდება. დამიჯერეთ თქვენზე მეტად ვნერვიულობ. ახლა მხოლოდ შეძლებისდაგვარად შემიძლია დავეხმარო გუნდს მოედნის მიღმა, სანამ ისევ არ მექნება თამაშის შესაძლებლობა.

აღმავლობა და ვარდნა... ეს არის ცხოვრება. მე მხოლოდ იმაზე ვარ ორიენტირებული, რომ ეს კლუბი დაუბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას. როგორც ყოველთვის, მადლობა სიყვარულისთვის, „ჩელსის“ გულშემატკივრებს.“ - ციტირებს ლონდონური კლუბის პრესსამსახური ჩილუელის სიტყვებს.

ჩილუელი „ჩელსიში“ 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მცველმა „ლურჯების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.137686