იყო დრო, როდესაც მილანში მოცუდბედე მოცლილი თუ ცრუ საქმიანობით დაკავებული მთქნარიები, იტალიური მილანის და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის, რიკარდო კაკას პირადი ცხოვრების ტყუილ-მართალი ამბების შეგროვებით იყვნენ დაკავებული. არცთუ თავმოყვარე ჟურნალები კი კაკას ნიფხვისამარა ფოტოებში გვარიან თანხას იძლეოდნენ. ხოლო კაკას ყოფილი ცოლის, კაროლინ სელიკოს ზეაღმართული მკერდის ფოტოობიექტივში მომქცევნი, კიდევ უფრო დიდი გასამრჯელოთი საჩუქრდებოდნენ.
ეს ამბები ამ ორი დღის წინ, თავად კაროლინმა ერთ-ერთ ბულვარულ ინტერნეტ-გამოცემასთან საუბარში გაიხსენა და ისიც დასძინა, რომ ახლა ცოტათი კიდეც ენატრება ის სხივმოსილი ცხოვრება, როდესაც დილით ლოთი მეზობლის, კრეოლი ამარალდოს ბღავილი და მისი კნეინას, მრეცხავი ლუსიას წიკვინი კი არა, კაკას ვნება და სექსის სურვილი აღვიძებდა.
რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება. ზოგს ბრაზილიელ ლეგენდარულ ვარსკვლავთან თანაყოფა ენატრება და ზოგს კი ნიჟნი-ტაგილის „ზაკუსოჩნია“ „ბური მედვედ“-ში გაცნობილი მეძავი სვეტას სექსის შემდგომი ხავერდოვანი ხვრინვა, კუსტარულ სახელოსნოში აწყობილ ზამბარებიან საწოლზე.