ფეხბურთი

17:51 | 4.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport: ტურინულ დერბიში საზონოვის თამაში თითქმის გამორიცხულია

„ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი ტურინულ დერბიში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს.

21 წლის ფეხბურთელს მოტეხილობა არ აღენიშნება, მაგრამ 7 ოქტომბერს მისი მოედანზე გასვლა ეჭვქვეშაა. როგორც Tuttosport-ი იტყობინება, საზონოვის თამაშის შანსი პრაქტიკულად უტოპიურია.

მიუხედავად ამისა, ივან იურიჩი იმედოვნებს, რომ ქართველი მცველი გამოჯანმრთელდება, თუნდაც იმ დონეზე, რომ სათადარიგო სკამზე მაინც იყოს. ყველაფერი უახლოეს ორ დღეში გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა „ტორინოს“ რიგებში ორი მატჩი ჩაატარა. „ვერონასთან“ შეხვედრის დასაწყისში მან კოჭი დაიზიანა და 27-ე წუთზე შეცვალეს.

0.125999