სომხეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ალაშკერტმა“ „ვესტ არმენია“ 2:0 დაამარცხა, ლევან კუტალიამ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა თავი 53-ე წუთზე გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მანამდე, 45-ე წუთზე ანგარიში დავით ხურციძემ გახსნა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
„ალაშკერტი“ 22 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლევან კუტალია კი 10 გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.