ფეხბურთი

15:10 | 4.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "ასე წაგება მირჩევნია, ვიდრე 90 წუთი საჯარიმოში ჩავიკეტოთ"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „რეალთან“ მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კარგად ითამაშეს და დასანანი მხოლოდ შედეგია, რადგან მარცხს არ იმსახურებდნენ.

„თანაბრად ვითამაშეთ „რეალის“ წინააღმდეგ. შედეგი არ არის სამართლიანი, მაგრამ ახლა „უნიონთან“ ორ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც გადამწყვეტი იქნება ჯგუფიდან გასასვლელად. დღეს კი, კარგად ვითამაშეთ, შედეგის მიუხედავად.

„რეალი“ ოდნავი შეცდომის შემთხვევაშიც ახერხებს შენს დასჯას, რადგან დიდი ფეხბურთელები ჰყავს. მირჩევნია, ასე წავაგოთ, თამამი და აქტიური ფეხბურთი ვითამაშოთ, ვიდრე საჯარიმოში ვიყოთ და ვიტანჯოთ. თამაში კარგი იყო, მხოლოდ შედეგია სამწუხარო. გულშემატკივრებიც სხვა შედეგს იმსახურებდნენ“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ C ჯგუფს „რეალი“ 6 ქულით უდგას სათავეში, „ნაპოლის“ და „ბრაგას“ 3-3 ქულა აქვთ, ხოლო „უნიონ ბერლინი“ უქულოდაა. მესამე ტურში „ნაპოლი“ 24 ოქტომბერს, ბერლინში, „უნიონს“ ესტუმრება, იმავე დღეს „რეალი“ პორტუგალიაში, „ბრაგასთან“ ითამაშებს.

0.117395