მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (3:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, შედეგი სამართლიანია, მეტოქისგან კი დიდ წინააღმდეგობას თამაშამდეც ელოდა.
„ძალიან რთული თამაში იყო, ბრძოლა იყო მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე. პირველი გოლი შეიძლებოდა აგვერიდებინა, მაგრამ შემდეგ კარგად ვითამაშეთ. მსაჯს ვუთხარი, რომ პენალტი არ იყო, ასეთი პენალტები არ ინიშნება.
ბელინგემი მაოცებს, რადგან 7 გოლზე მეტი გაიტანა და 3 საგოლე პასიც აქვს, პრაქტიკულად რონალდუს შედეგიანობით თამაშობს. მაოცებს იმიტომ, რომ 20 წლისაა და არა 30 წლის. მაკვირვებს მისი ხასიათით, ყოველთვის კონცენტრირებულია, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძლიერია და კლასი აქვს.
მოდრიჩმა ის გააკეთა, რასაც მისგან ველოდით. მან გუნდს თავისი გამოცდილება და ფეხბურთის ცოდნა გადასცა. ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა 30 წუთი და სწორედ ამას ითხოვს მწვრთნელი. ფანტასტიკური იყო.
დიახ, ასეთ თამაშს და „ნაპოლის“ ველოდი, რადგან ეს არის გუნდი, რომელსაც ბევრი თვისება აქვს. კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც კარგად თამაშობს, ჰყავს ძალიან სახიფათო თვისებების მქონე ფეხბურთელები. ჩემი აზრით, შედეგი სამართლიანია“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ C ჯგუფს „რეალი“ 6 ქულით უდგას სათავეში, „ნაპოლის“ და „ბრაგას“ 3-3 ქულა აქვთ, ხოლო „უნიონ ბერლინი“ უქულოდაა. მესამე ტურში „ნაპოლი“ 24 ოქტომბერს, ბერლინში, „უნიონს“ ესტუმრება, იმავე დღეს „რეალი“ პორტუგალიაში, „ბრაგასთან“ ითამაშებს.