ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური ორი მატჩით დაიწყო, რომლებშიც გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს.
C ჯგუფში „ბრაგამ“ ბერლინში, „უნიონს“ აჯობა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა შინ. გერმანელები 41-ე წუთამდე ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მაინც წააგეს. „ბრაგამ“ პირველი ტაიმის ბოლოს შეამცირა სხვაობა, მეორე ნახევარში კი 2 გოლი შეაგდო და გამარჯვება მოიპოვა. „ბრაგას“ ორ ტურში 3 ქულა აქვს, „უნიონს“ – 0. ამ ჯგუფში არიან მადრიდის „რეალი“ და „ნაპოლიც“.
სან სებასტიანის „რეალ სოსიედადმა“ ავსტრიაში „ზალცბურგს“ საწყის ნახევარ საათში გატანილი ორი გოლით დამაჯერებლად 2:0 სძლია. ოიარსაბალისა და ბრაის მენდესის გოლებით ბასკებმა ჩემპიონთა ლიგაზე მატჩი 2003 წლის შემდეგ პირველად მოიგეს. „სოსიედადს“ 4 ქულა აქვს, „ზალცბურგს“ – 3. ამ ჯგუფში მილანის „ინტერი“ და ლისაბონის „ბენფიკაც“ თამაშობენ.
„ზალცბურგი“ – „სოსიედადი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ოიარსაბალი (7), 0:2 მენდესი (27)
„უნიონ ბერლინი“ – „ბრაგა“ 2:3 (2:1)
გოლები: 1:0 ბეკერი (30), 2:0 ბეკერი (37), 2:1 ნიაკატე (41), 2:2 ბრუმა (51), 2:3 კასტრო (90)